LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატიმრების მიერ შექმნილი მუსიკა, რომელიც „არტ-გენზე“ წარადგინეს – ეს უნდა მოისმინოთ (ვიდეო)

98

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს ვიდეოს, სადაც პატიმრების მიერ შექმნილი მუსიკა ჟღერს. ვიდეოს თან ახლავს ტექსტი, სადაც ნათქვამია, რომ მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებისთვის სპეციალური სივრცე გამოიყო, სადაც მინისტუდია მოეწყო.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების მიერ შექმნილი მუსიკალური ნომერი, რომელიც „არტ-გენზე“ იქნა წარდგენილი – ჯგუფი „სანამ“ ელექტრონული მუსიკისა და ფოლკლორის სინთეზით.

მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამისთვის უწყება ყველა პირობას ქმნის. სამინისტროს მხარდაჭერით, პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური სივრცე გამოიყო, სადაც მინი სტუდია მოეწყო, რომელიც ყველა საჭირო აპარატურითაა აღჭურვილი. სწორედ აღნიშნულ სტუდიაში მუშაობენ მსჯავრდებულები და ქმნიან მუსიკას, რომელიც სამინისტროს ხელშეწყობითვე, არაერთხელ იქნა წარდგენილი ფართო საზოგადოების წინაშე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მომავალშიც მხარს დაუჭერს რესოციალიზაციისკენ მიმართულ მსგავსი ტიპის აქტივობებს“, აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/moc.gov.ge/videos/1409826779093349/?autoplay_reason=gatekeeper&video_container_type=0&video_creator_product_type=2&app_id=2392950137&live_video_guests=0″ width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები