LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ნამდვილი, ველური ბუნებით ტკბობა გსურთ, სწორედ გონას უნდა ესტუმროთ – პატარა შვეიცარია რაჭაში

1679
128318877-1057736681354651-4764487923597216147-n

პატარა შვეიცარია რაჭაში – ასე უწოდებენ ამ ჯადოსნურ ადგილს, რომლის შესახებაც „ბონ ვოიაჟის“ ფარგლებში გიამბობთ. რაც უფრო შორდებით ონს და მთის რაჭაში შედიხართ, მით უფრო წარუშლელი ხდება შთაბეჭდილებები, ტყე ხშირდება, მდინარე გიჟდება, მთები მაღლდება  და მყინვარები მედიდურდება.

ეს გონაა, ქალაქ ონიდან 39 კილომეტრით დაშორებული და ზღვის დონიდან 1680 მეტრის სიმაღლეზე განლაგებული სოფელი. დღეს მას ზაფხულობით დასათვალიერებლად, ან დასასვენებლად სტუმრობენ. მსგავსი ეგზოტიკის, სილამაზისა და ჰაერის მქონე გარემოს დამერწმუნეთ მსოფლიოს მასშტაბითაც კი იშვიათად შეხვდებით, ის კი, აქვეა საქართველოში. თუ კი, ამ ადგილს მოინახულებთ დარწმუნდებით, რომ პატარა შვეიცარია უცხოელმა მნახველებმა მას ტყუილად არ შეარქვეს.

სოფელი საქართვლო-რუსეთის საზღვარზეა და მას მეზობელი ქვეყნისაგან კავკასიონი გამოჰყოფს. აქ მდებარეობს ულამაზესი მყინვარი ლაბოდა, რომელიც რიონის მარცხნა შენაკადის სათავიდან 4300 მეტრის სიმაღლისაა. მუდამ თოვლიანი მყინვარი მედიდურად დაჰყურებს გონას. სოფელში შემორჩენილია რაჭული სტილის ძველი ნასახლარები. აქვეა მე-12 საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი,დარბაზული ტიპის ეკლესია.

თუ ნამდვილი, ველური ბუნებით ტკბობა გსურთ, სწორედ გონას უნდა ესტუმროთ. ადგილი, სადაც შეგიძლია ქალაქის  ხმაურსა და ყოველდღიურობას განერიდოთ და ზღაპრული სილამაზის გარემოცვაში განიტვირთოთ. გონაში ასვლას მაღალი გამავლობის ტრანსპორტით შეძლებთ.

მოკლედ რაჭაში იმდენი რამაა სანახავი ბევჯერ უნდა ესტუმროთ, ბევრი უნდა იაროთ, გაჩერდეთ, შეიგრძნოთ და მსოფლიოს გაუზიაროთ ნამდვილი ქართული ზღაპარი.

სანამ გონას საკუთარი თვალით ნახავთ, ჩვენს ფოტო გალერეას გადაავლეთ თვალი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები