LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატარა ქვეყანა დიდი გულით“ – Ryanair-მა ჩვენზე ვიდეორგოლი გადაიღო (ვიდეო)

154
Ryanair

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში, Ryanair-ის რეპორტიორებმა საქართველოს შესახებ ვიდეორგოლი გადაიღეს. “გემრიელი კერძები, მდიდარი კულტურა და მეგობრული ხალხი“, – ხაზგასმულია ვიდეორგოლში.

ცნობილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საკუთარ მგზავრებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ უამბობს და ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას ურჩევს. „ეს არის პატარა ქვეყანა დიდი გულით“, – ნათქვამია საიმიჯო ვიდეორგოლში.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, Ryanair-ის  გადამღები ჯგუფის წევრებმა თბილისი, მცხეთა, სტეფანწმინდა და კახეთი მოინახულეს.

ისტორია, ინტრიგა და აღელვება კავკასიაში - Ryanair თბილისის სიკარგეზე წერს

ავიაკომპანია ტურისტებს ურჩევს, თბილისი 2020 წლის სამოგზაურო ჩამონათვალში დაამატონ

შეგახსენებთ, „რაინეარმა“ საქართველოდან ფრენები მიმდინარე წლის 6 ნოემბრიდან დაიწყო. საწყის ეტაპზე Ryanair თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით მილანში დაფრინავს, ხოლო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით ასრულებს რეისებს. საბოლოო ჯამში კი „რაინეარი“ ჩვენი ქვეყნიდან 12 ევროპულ ქალაქში ფრენას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები