გამოცემა „დეილი მეილმა“ მეგან მარკლის ჩვილობის ფოტოები გამოაქვეყნა. ექსკლუზივი კი გამოცემას მეგანის ბიძამ, ჯოზეფ ჯონსონმა მისცა. მათ შორისაა მარკლის დედის, დორიას სამშობიარო პალატაში გადაღებული ფოტო, სადაც მეგანი რამდენიმე საათის დაბადებულია. ფოტო 1981 წლის 4 აგვისტოთი თარიღდება. ასევე არქივშია 4 თვის მეგანის ფოტოები, რომელიც შობასაა გადაღებული. ალბომში ნახავთ ფოტოებს, როგორც აიდგა პატარა მეგანმა ფეხი და ასევე, როგორ ეხმარება ის დედას და მტრედებს საკვებს უყრის.

ფოტოებზე ჩანს მეგანის ბებია, ასევე მისი ბიძაშვილები. სამაგიეროდ, ვერც ერთ ფოტოზე ვერ მოხვდა მეგანის მამა ტომასი და მისი და, სამანტა.

მსგავსი თემები