პატარა ბიჭუნა 4 ზვიგენს სასწაულებრივად გადაურჩა. შემთხვევა ბაჰამის კუნძულების ერთ-ერთ კურორტზე მოხდა და ბავშვს სიცოცხლე ერთ-ერთმა დამსვენებელმა შეუნარჩუნა. საქმე ისაა, რომ ტურისტი ულამაზეს ლაგუნას დრონით იღებდა და პატარა ბიჭუნაც სწორედ მაშინ შეამჩნია. მანვე დაინახა, თუ როგორ უახლოვდებოდნენ ბავშვს მტაცებლები, ხოლო უფროსები კი მას ყურადღებას არ აქცევდნენ. სამწუხაროდ, საფრთხეს ვერც ბიჭუნა და ვერც მისი მშობლები ამჩნევდნენ. ტურისტმა მაშინვე განგაში ატეხა და ბიჭუნამ წყალი ზვიგენების მოახლოვებამდე დატოვა.

 

მსგავსი თემები