პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესახებ იმსჯელეს. კერძოდ, დეპუტატებმა ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლის, ზურაბ ხაჩიძის უფლებამოსილების ცნობის საკითხს უყარეს კენჭი, რომელიც „ქართული ოცნების“ პროპორციულ საარჩევნო სიაში მომდევნოა. საკითხს 82-მა დეპუტატმა  დაუჭირა მხარი.

შეგახსენებთ, რომ ოთარ ჩრდილელმა დეპუტატის მანდატის ვადაზე ადრე დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 2019 წლის 12 დეკემბერს მიიღო, როდესაც პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე უვადოდ დაამტკიცა.

ზურაბ ხაჩიძე პარლამენტის წევრი „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით გახდა.

 

 

ლიკა შამათავა
ავტორი

მსგავსი თემები