LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტს დღეს საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება, რომელიც კოვიდრეგულაციების გამო დაჯარიმებული პირების გათავისუფლებას ითვალისწინებს

82
პარლამენტი

პარლამენტის ბიუროს დღეს საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება, რომლის მიხედვითაც, იმ ადამიანებს, რომლებსაც კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ.

ინიციატივის მიხედვით, რეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები ადმინისტრაციული სახდელისგან და დაკისრებული ჯარიმების გადახდის ვალდებულებისგანაც თავისუფლდებიან.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადმინისტრაციული სახდელისგან 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი გათავისუფლდება.

შეგახსენებთ, საუბარია კარანტინის, იზოლაციისა პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ, დაახლოებით, 76 მილიონი ლარის  ჯარიმებზე.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, გადაწყვეტილება პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღეს.

მიის თქმით, პანდემიის პერიოდში არაერთი მოქალქე და ბიზნესი დაზარალდა და მნიშვნელოვანია ყველამ გააცნობიეროს, რომ ვირუსის მართვის დროს აუცილებელია რეგულაციების დაცვა, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქებაც.

პოპულარულები