LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა ტერეზა მეის ბრექსიტის გეგმა მესამედ ჩააგდო

86
1537515100

344 წინააღმდეგი, 286 მომხრე — დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ბტრექსიტის გეგმა მესამედ ჩააგდო.

გეგმის მეორედ დამარცხების შემდეგ პარლამენტის სპიკერმა ჯონ ბერკოუმ თქვა, რომ ცვლილებების შეტანის გარეშე პარლამენტი ტერეზა მეის ბრექსითის გეგმას ხელახლა ვეღარ განიხილავდა. ამის საპასუხოდ მეიმ ბრექსითის შეთანხმებიდან 26 გვერდი ამოიღო, რომელიც ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობების პოლიტიკურ დეკლარაციას წარმოადგენდა.

კენჭისყრის შედეგი ნიშნავს, რომ ბრიტანეთი ევროკავშირის მიერ დადგენილ ბრექსიტის პროცესის დასრულებას და გაერთიანებიდან შეთანხმებით გამოსვლას 22 მაისს ვეღარ შეძლებს. ოფიციალური ლონდონს შეთანხმების გარეშე გასვლის თავიდან ასარიდებლად მოლაპარაკებების პროცესის გახანგრძლივებისთვის ვადა 12 აპრილამდე აქვს.

ტერეზა მეის განცხადებით, კენჭისყრას მძიმე შედეგები ექნება. ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდა და ვადამდელი არჩევნების ინიციატივით გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები