LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის წარმომადგენლებმა საპატრიარქოს საშობაო ნობათი გადასცეს

90
FORTUNA.GE- (2)

საქართველოს საპატრიარქოს პარლამენტისგან საახალწლო ნობათი გადაეცა.

ნობათი საპატრიარქოს წარმომადგენლებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სპეციალურად მოწყობილ ლოკაციაზე, პარლამენტის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ქეთევან კვინიკაძემ და აპარატის თანამშრომლებმა გადასცეს და შობის დღესასწაული მიულოცეს.

პანდემიის გამო, წელს ტრადიციული საშობაო მსვლელობა არ გაიმართა.

ნობათი სპეციალურად მოწყობილ ლოკაციაზე გროვდება, მოგვიანებით კი ბავშვთა სახლებს, ასევე მრავალშვილიან და შეჭირვებულ ოჯახებს გადაეცემა.