LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის თავმჯდომარე თურქეთის ელჩს შეხვდა

84
272853342-238068688516462-3109615059460128717-n

პარლამენტის თავმჯდომარე თურქეთის ელჩს შეხვდა.

ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხებსა და სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას დაეთმო.

შალვა პაპუაშვილმა და ჯერენ იაზგანმა რეგიონში არსებული ვითარება და აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ თურქულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის და ელჩს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.