LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტემა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა

73
nika

პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის შუამდგომლობას, ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს.

საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და არგუმენტები კომიტეტის წევრებს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გააცნო, საგამოძიებო უწყებისათვის თანხმობის მიცემას უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

წილი ნაყარია, გავრილოვის პოზიციაც დაფიქსირებულია და ჩემი დაკავება არის შეუძლებელი – მელია მისთვის სადეპუტატო მანდატის გაუქმების პროცესს ინტერესით ადევნებს თვალს

ხმა წინააღმდეგ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა მისცა.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, პარლამენტი გენერალურ პროკურატურას აძლევს შესაძლებლობას, რომ მელიას მიმართ პატიმრობის ღონისძიება იყოს გამოყენებული, ხოლო თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო, ეს სასამართლოს პრეროგატივაა.

მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხი დღევანდელ სესიაზე გადის.

შეგახსენებთ, „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები