LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პარკირებასთან დაკავშირებული პრობლემების მთლიანად მოგვარებას ვაპირებთ”

111

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში პარკირების სისტემასთან დაკავშირებით, პრობლემა მთლიანად უნდა მოგვარდეს.

მართალია კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ კონკრეტულად „სტაიანშიკების“ გაკონტროლებაზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ პარკირება კომპლექსური პრობლემის ერთი მიმართულებაა, და რომ ამ პრობლემაზე მუშაობა დაწყებულია.

“სატრანსპორტო პოლიტიკაზე მუშაობა დაწყებულია. ეს არ არის მხოლოდ ერთი მიმართულება, ეს არის კომპლექსური პრობლემა ქალაქში: აქ არის ტრანსპორტის მოწესრიგება, პარკირების მოწესრიგება, ტაქსების რეგულაციები, ესტაკადების მშენებლობა და ა.შ. ერთიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ ყველაფერი, რომ საცობების პრობლემა მოგვარდეს, პარკინგები არსებობდეს, როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა. ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული”, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები