LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის მეტროში ქართული ზღაპრების წიგნების რეკლამები გამოფინეს

348
118504689-10214524213298793-2147585412933299894-n

პარიზის მეტროსადგურში ბილბორდებზე ფრანგულად გამოცემული ქართული ზღაპრების წიგნები გამოფინეს. ამის შესახებ ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს.

“ხალხნო წარმოუდგენელი ამბავია!

ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი!

არც მეტი არც ნაკლები პარიზის მეტროსადგურებში გამოფენილია ბილბორდები, სადაც ფრანგულად გამოცემული ქართული ზღაპრების წიგნის რეკლამებია. ამ წიგნის წინასიტყვაობა ფრანგულად დატანილი ეკუთვნის დათო ლიკლიკაძეს, ხოლო წიგნები გაფორმებულია ქართველი ბავშვების ნახატებით. ეს ბავშვები კი ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლაა.

ბრავო!!

ათასი მადლობა საფრანგეთის დამომცემლობა”,-წერს დათო ლიკლიკაძე ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები