LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს საფრთხეს წვიმა უქმნის

143
notre-dame new

ხანძრის შედეგად დაზიანებულ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ამჯერად საფრთხეს მოსალოდნელი წვიმა უქმნის.

როგორც „ბიბისი“ წერს, დღეს საფრანგეთის დედაქალაქში უხვი ნალექი და მეხის ჩამოვარდნაა ნავარაუდევი.

საკათედრო ტაძრის სახურავის ნაწილი ხანძრის ჩაქრობის დროს წყლით გაიჟღინთა, რის გამოც წვიმის შემდეგ მისი ჩამონგრევის საფრთხე გაჩნდა. სარესტავრაციო სამუშაოების ხელძღვანელის ინფორმაციით, ტაძარზე ბრეზენტის ნაჭერს გადააფარებენ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი 15 აპრილს გაჩნდა. შედეგად, გოთიკური ტაძარი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები