LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ბრეზენტით გადახურეს

121
pjimage-7

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ბრეზენტით გადახურეს. აღნიშნული ფაქტის მიზეზად მეტეოროლოგების მიერ ნავარაუდევი პროგნოზია, რომლებიც პარიზში გადაუღებელ წვიმებს პროგნოზირებენ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი 15 აპრილს გაუჩნდა.  ხანძრის შედეგად ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯვრის ფორმის გუმბათი და მასზე აღმართული ერთ-ერთი კოშკურა განადგურდა. ხანძარი არ შეხებია ტაძრის წინა, დასავლეთ ნაწილში მდებარე მრგვალ სარკმელს – ფარდულს და ორ მთავარ კოშკს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები