კახეთის რეგიონში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი.
ინფორმაცია „ფორტუნას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ამჟამად, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, პანკისში სპეცოპერაცია წუხელ ჩატარდა. 2 პირი სოფელ დუისში, 3 კი ქორეთში დააკავეს.
გამოძიება 327- მუხლით მიმდინარეობს. დამატებით ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 