LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის რეალობაში, საქართველო კვლავ ერთ-ერთი მიმზიდველი ტურისტული მიმართულებაა – მარიამ ქვრივიშვილი

49
mariam-kvrivishvili-w-h

საქართველოსადმი ინტერესი არ განელებულა – პირიქით, პანდემიის რეალობაში საქართველო კვლავ ერთ-ერთი მიმზიდველი ტურისტული მიმართულებაა ტურისტებისთვის, – ამის შესახებ „ავიანიუსთან“ ინტერვიუში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსადმი საკმაოდ მზარდია ინტერესი ევროკავშირის ქვეყნებიდან, ყურისა და ე.წ. „შორი მანძილის“ ქვეყნებიდან (მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატებიდან), რაც პირდაპირი რეისების სწრაფი აღდგენის დინამიკითაც დასტურდება.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საკმაოდ მიზნობრივ და ეფექტურ მარკეტინგულ კამპანიებს განახორცილებს 2022 წელს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის გაზრდას და დაეხმარება კერძო სექტორს სამიზნე ბაზრებიდან ტურისტების მოზიდვაში”, – ამბობს მარიამ ქვრივიშვილი „ავიანიუსთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები