LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის მიუხედავად, შესრულებული ფრენებით ევროპის ლიდერი კვლავ Ryanair-ია

56
ryanair

პანდემიური წლის განმავლობაში, შესრულებული ფრენებით ევროპის ლიდერი, წინა წლის მსგავსად, კვლავ ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ია. მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას ფრენების რაოდენობა 2020-ში, 2019 წელთან შედარებით, 59%-ით შეუმცირდა, ის კვლავ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

უმსხვილესი ევროპული ავიაკომპანიების რეიტინგი ფრენების მაჩვენებლის მიხედვით EUROCONTROL-მა გამოაქვეყნა.

ამავე ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ COVID-მა ევროპულ ავიაკომპანიებზე დიდი გავლენა იქონია. ევროპული ფლოტის 51%-ით შემცირებამ, 8048 თვითმფრინავიდან 4118–ის გაჩერება გამოიწვია. საერთო ჯამში ფრენების საშუალო შემცირება ტოპ-10 ევროპულ ავიაკომპანიაში 45%-დან 67%-მდე მერყეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები