LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის მიუხედავად, 2021 წელს საქართველომ მილიონ საერთაშორისო მოგზაურზე მეტს უმასპინძლა

32
Forbes-WEB-12-770x540

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმისა და ავიაციის სექტორებში მომუშავე ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ქვრივიშვილმა ასოციაციების წარმომადგენლებს საქართველოში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის აღდგენის დინამიკის ტენდენციები გააცნო. მისი თქმით, 2021 წლის 8 თვის განმავლობაში, კოვიდ-პანდემიისა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მილიონ საერთაშორისო მოგზაურზე მეტს უმასპინძლა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ორი მეზობელი ქვეყნის – რუსეთისა და აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები დახურულია, ვერ ხდება ტურისტების იმ დინამიკით შემოსვლა, რისი მოლოდინიც შეიძლებოდა გვქონოდა გახსნილი სახმელეთო საზღვრების შემთხვევაში, რასაც 2019 წელს ჰქონდა ადგილი.

„კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე ჩვენ გვიწევს განსხვავებული ფორმატში მუშაობა. პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა შეცვალა საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა ჩამოსვლის სტრუქტურა. კერძოდ, თუკი 2019 წლის იანვარი – აგვისტოს პერიოდში მათი დიდი ნაწილი (73.7 პროცენტი) საქართველოში სახმელეთო გზით შემოდიოდა, 24,7 პროცენტი კი საჰაერო გზით, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს თანაფარდობა შეიცვალა და თითქმის თანაბარია. 2021 წლის 8 თვეში საერთაშორისო ვიზიტორების 50 პროცენტი საჰაერო გზით შემოვიდა”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წლის 8 თვის მონაცემებით, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 50 პროცენტზე მეტი შეადგინა და 500 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, ამ მაჩვენებელმა, 2019 და 2020 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, 26 პროცენტი და 96 პროცენტი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები