LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის მეორე ტალღა: რა ხდება და რას გეგმავს მსოფლიო

116
italy-coronavirus-01-gty-jc-200310-hpMain-16x9-1600

მსოფლიო უკვე 9 თვეა ებრძვის კორონავირუსის პანდემიას. ერთის მხრივ უკვე ცნობილია, რომ ვირუსი მართვადია და გამოცდილების შესაბამისად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები გარკვეულ რისკებსა და გეგმებზე საუბრობენ.

ეპიდემიის პირველი ტალღის ერთ-ერთი, ყველაზე მწვავე ეპიცენტრი – იტალია მეორე ტალღისთვის ემზადება. იტალიის პრემიერ მინისტრი ჯუზეპე კონტე ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიზნობრივი, ლოკალური, კარანტინის დაწესებას ვარაუდობს. ის ასევე ამბობს, რომ ამ ეტაპზე იტალია უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნები და მათთან შედარებით ჯანდაცვის სისტემაც გაცილებით უკეთაა მომზადებული.

 

ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს, რომ კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 10 ოქტომბრის ჩათვლით სრული კარანტინი გამოცხადდება. როგორც უკვე ცნობილია, გასულ კვირას ისრაელმა კარანტინი დააწესა. დაიხურა სკოლები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და სასტუმროები. კარანტინის მიუხედავად, მოსახლეობისთვის უამრავი გამონაკლისი დაიშვა. მოქალაქეებს უფლება ჰქონდათ დაეტოვებინათ სახლები, თუ ისინი სამუშაოდ, სალოცავად, სავარჯიშოდ ან საზოგადოებრივ დემონსტრაციებში მონაწილეობის მისაღებად წავიდოდნენ. თუმცა ახალი შეზღუდვებით შესაძლებელია ამ გამონაკლისების უმრავლესობა გაუქმდეს.
ნეთანიაჰუ ვიდეომიმართვაში აცხადებს: „ჩვენი ამოცანა, ინფექციის გავრცელების შეჩერება. მიზანი კი, ისრაელში რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენაა“.

 

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო მოსახლეობას მიმართავს:
„გვაქვს იმის ძალა, რომ მეორე ტალღა გავაკონტროლოთ. ვიცი, რომ ჩენ ეს შეგვიძლია, რადგან ეს ერთხელ უკვე მოვახერხეთ“.

ჯასტინ ტრიუდო მოსახლეობას, ასევე კორონავირუსთან დაკავშირებულ წესებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ ეპიდვითარება გაზაფხულთან შედარებით ბევრად უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს და გაუარესდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები