LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის გამო შესაძლოა გაიზარდოს ბავშვთა ქორწინებათა რაოდენობა – UNICEF

72
BeFunky-collage (1)

„COVID-19: ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლაში წინსვლისთვის შექმნილი საფრთხეები“ – ამ სათაურით ქალთა საერთაშორისო დღეს გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდი (UNICEF) აქვეყნებს ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ პანდემიამ გოგოების ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა მიმართულებით მძიმე შედეგები გამოიწვია. საუბარია მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, განათლებასა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

როგორც UNICEF-ის მიერ გავრცელებულ კვლევაში ვკითხულობთ, პანდემიისგან გამოწვეული კრიზისმა შესაძლოა მომდევნო ათწლეულში დამატებით 10 მილიონი ბავშვის ქორწინება გამოიწვიოს. ამ რისკს კი ზრდის სკოლების დახურვა, ეკონომიკური სტრესი, მომსახურების შეფერხებები და ა.შ.

“აკრძალვებისა და ფიზიკური დისტანცირების გამო გოგონებისთვის რთული გახდა სამედიცინო, სოციალური დახმარების მიღება, რაც მათ იცავს ბავშვთა ქორწინებისგან, არასასურველი ორსულობისგან და გენდერული ნიშნით ძალადობისგან”- აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდი წერს, რომ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ბავშვობის ასაკში გათხოვილი ქალების პროპორციული მაჩვენებელი თითქმის 25%-ით შემცირდა და 20%-მდე შემცირდა. 

“მიუხედავად იმისა, რომ კრიზისის დასაწყისიდან დაქორწინებული გოგონების რეალური რაოდენობა უცნობია, წინასწარი მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას ბავშვთა ქორწინებაზე პანდემიის გავლენის პროგნოზირებისთვის უახლოეს მომავალში”.- ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ორგანიზაცია წერს, რომ თუკი ტენდენცია დადასტურდა, ეს იქნება სერიოზული უკუსვლა უკანასკნელ წლებში ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ კამპანიაში მიღწეული წარმატებიდან.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკურმა სიდუხჭირემ შესაძლოა გაჭირვებულ ოჯახებს ქალიშვილების გათხოვებისკენ უბიძგოს საკუთარი ფინანსური ტვირთის შესამსუბუქებლად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები