LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის დროს გაჩენილ ტყუპებს ინდოეთში კოვიდი და კორონა დაარქვეს

346
BeFunky-collage (1)

ინდოეთის ქალაქ რაიპურში, 27 მარტს გაჩენილ ტყუპებს, სახელად კოვიდი კორონა დაარქვეს. ამის შესახებ daily mail-ი წერს. ტყუპების მშობლების თქმით, დაბადებიდან რამდენიმე წუთში მათ შვილებს საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი კოვიდი და კორონათი მოიხსენიებდა. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა.

“ეს სახელები ყოველთვის შეგვახსენებს, თუ როგორი გამოწვევის წინაშე იდგა ამ დროს ინდოეთი და მთელი მსოფლიო”- ამბობს ტყუპების დედა.

წყვილი შვილებისთვის სახელის გადარქმევას არ აპირებს. მათი თქმით, გადაწყვეტილება საბოლოაა.

ცნობისთვის, ინდოეთში ინფიცირებულთა რიცხვი 3 ათას გადასცდა. ქვეყანაში 1,3 მილიარდი ადამიანი კარანტინში იმყოფება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები