LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველომ ივლისში ვიზიტორების რეკორდული რაოდენობა მიიღო

43
200187071-4023357837714168-5811647404445670829-n

2021 წლის ივლისში საქართველოში 231,000 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 403%-ით აღემატება 2020 წლის ივლისის თვის მონაცემებს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ივლისის განმავლობაში, ვიზიტორთა ნახევარზე მეტი – 138,412 საჰაერო გზით შემოვიდა, რაც გააქტიურებულ საჰაერო მიმოსვლას უკავშირდება. ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოში იმყოფებოდა: თურქეთიდან 35 045 ვიზიტორი, რუსეთიდან – 25 059 ვიზიტორი, უკრაინიდან – 24 485 ვიზიტორი, სომხეთიდან – 19 707 ვიზიტორი.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიუხედავად ვიზიტორების ამ რაოდენობისა, 2019 წლის მონაცემებთან ჩამორჩენა კიდევ დიდია. კერძოდ, 2019 წლის ივლისის თვესთან შედარებით, ტურისტული ნაკადი 74%-ით არის შემცირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები