LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიამ ბათუმში ქონება გააიაფა – ახალაშენებული ბინების ღირებულებამ 6%-ით იკლო

78
Batumi1-cropped

პანდემიურ წელს, ბათუმში უძრავი ქონება გაიაფდა, კერძოდ ახალაშენებული ბინების ღირებულებამ 6%-ით დაიკლო. ამის შესახებ საუბარია Colliers International Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების 2020 წლის შეჯამებაში.

ამავე ანგარიშში წერია, რომ ბათუმში, 2020 წლის დეკემბერში 717 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 29%-ით ჩამორჩება. რაც შეეხება ბაზრის ღირებულებას, 28%-იანი კლება დაფიქსირდა და მოცულობამ 30 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ბათუმში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების განაწილება სეგმენტების მიხედვით (2019-2020 წლების დეკემბრის თვის შედარება) ასეთია: ახალაშენებული ბინების ეკონომ და მედიუმ სეგმენტები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 32% და 48%-ით ჩამორჩებიან. რაც შეეხება პრემიუმ სეგმენტს, ტრანზაქციების რიცხვი 14%-ით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები