დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში სრული “ლოკდაუნის” გამოცხადება იგეგმება სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ იმნაძემ “პირველ არხთან” ისაუბრა.
„სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე ბევრი ადამიანია, რომელიც ჭორების გავრცელებით არის დაკავებული და დაახლოებით, ასეთი პრინციპით არის, რაც უარესი მით უკეთესი. არაფერი არ განიხილება მსგავსი. განიხილება ის, რაც იყო გამოცხადებულია თავიდან, საუბარია ორთვიან გეგმაზე. ყველაფერი გაკეთდება ამ გეგმის მიხედვით“,-განაცხადა პაატა იმნაძემ.
“შემიძლია ვთქვა, რომ სადაც დიდი თავშეყრაა, იქ მაქსიმალურად არის დაცული წესები” – პაატა იმნაძე
