LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა იმნაძე: პირველ რიგში, ყველამ ნერვები დაიწყნაროს

1231
780-12392002-936679439753320-8425694370688217353-n-e1452592518606-660x3301

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, პანიკის საფუძველი არ არსებობს, პირველ რიგში კი, ადამიანებმა ნერვები უნდა დაიწყნარონ.

“ქართულ სივრცეში რომ პანიკაა, ეგეთი ჩინეთის მეზობელ ქვეყნებშიც არ ხდება”

„პირველ რიგში, ყველამ ნერვები დაიწყნაროს, იმიტომ, რომ ადამიანს, რომელსაც ასე ვთქვათ, ნერვული სტრესი აქვს, ყველა ინფექცია ადვილად ერევა. ამიტომ პირველ რიგში ძალიან ვთხოვ ყველას, ნერვები დაიწყნაროს. ყველაფერი, რაც საჭიროა, ზუსტი ინფორმაცია ჩვენგან ყოველთვის გექნებათ.

ჩვენი მოქალაქეები ძალიან შეგნებულები არიან, ვინც კი ჩინეთში იყო, ვთქვათ, ორი კვირა კი არა, უფრო მეტი ხნის მანძილზეც, ისინი მიდიან ექიმებთან, რათა დარწმუნდნენ, რომ ჯანმრთელები არიან. პრობლემა არ არის, თუ იქნება შემოსული ასეთი პირი, მას გაეწევა ყველანაირი დახმარება, იქნება შესაბამისად იზოლირებული. ასე რომ, ჩვენ ყველამ გავაგრძელოთ ჩვენი ნორმალური ცხოვრება და მივყვეთ რეკომენდაციებს, რომელიც ყველა ეტაპზე სიტუაციის შესაბამისი იქნება“, – განაცხადა იმნაძემ.

თურქეთი უხანიდან საკუთარი მოქალაქეების და ქართველების ევაკუაციას ახორციელებს – თვითმფრინავი ანკარისკენ მიემართება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები