LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთში გადამოწმების მიზნით გაჩერებულმა მოქალაქემ საპატრულო ეკიპაჟს ცეცხლი გაუსხნა

116
policia

ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს  ცეცხლი გაუხსნეს. როგორც ფორტუნას შსს-ში უთხრეს, შემთხვევა 19 მარტს ღამის საათებში მოხდა.

შსს-ის ინფორმაციით, სოფელ ძიმითის გზაზე პოლიციამ გადამოწმების მიზნით შეაჩერა ავტომობილი, რის შემდეგაც მოქალაქემ ავტომობილიდან ეკიპაჟის მიმართულებით ცეცხლი გახსნა, ამის შემდეგ კი მიიმალა.

შსს-ის ინფორმაციით მისი ვანაობა დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

გამოძიება უწყებამ პოლიციელზე თავდასხმისა და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

დანაშაული 4-დან 7 წლამე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები