თელ ავივში “ევროვიზიის” სიმღერის კონკურსის პირველი ნახევარფინალური ტური ამ წუთებში მიმდინარეობს. უკვე გამოვიდა საქართველოს წარმომადგენელი – ოთო ნემსაძე, რომელმაც “შავნაბადასთან” ერთად რომა გიორგაძის სიმღერა “სულ წინ იარე” ისეთი მუხტით შეასრულა, რომ დარბაზის დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურა.
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 