LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა“ – ლეგენდარული კომედია 25 წლის შემდეგ ეკრანებზე ბრუნდება (ფოტო/ვიდეო)

248
wedding

1994 წლის გახმაურებული კომედია „ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა“ დიდ ეკრანებზე ბრუნდება. მალე მაყურებელი ფილმის სიქუელს იხილავს, რომელიც გახმაურებული მელოდრამის მოკლემეტრაჟიანი ვერსია იქნება.

ინტერნეტში უკვე გავრცელდა პირველი კადრები 25 წლის შემდეგ გამოსული სიქუელიდან. როგორც ჩანს, ახალ პროექტში მონაწილეობაზე შემოქმედებითი ჯგუფი სრული შემადგენლობით დაითანხმეს. მათ შორის ჰიუ გრანტი , ენდი მაქდაუელი, კრისტენ სკოტ ტომასი, ჯონ ჰანა, როან ატიკონსონი და სხვები.

ახალ ვიდეოში ძველი გმირები 25 წლის შედეგ წლის მთავარ ქორწილზე გვეპატიჟებიან, სადაც ფილმიდან ლეგენდარული საუნდტრეკი Wet Wet Wet-ის Love Is All Around ისმის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები