LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთხი გარდაცვლილი და 16 დაჭრილი თელ-ავივში – პალესტინელებს ისრაელში შესვლა აეკრძალათ

92

თელ-ავივში ტერაქტის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, 16 კი დაიჭრა. „ბიბისის“ ინფორმაციით, შემთხვევა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსთან ახლოს მოხდა. რაიონული პოლიციის ხელმძღვანელის განცხადებით, ორმა ტერორისტმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა.

ერთ-ერთი თავდამსხმელი ადგილზევე დააკავეს, მეორე კი დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სამედიცინო ცენტრ სურასკიში აცხადებენ, რომ ისრაელის ოთხი მძიმედ დაჭრილი მოქალაქე კლინიკაში მოათავსეს , თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდამსხმელები სოფელ იატადან არიან, რომელიც ქალაქ ჰებრონთან ახლოს მდებარეობს.  დაჯგუფება ჰამასმა მომხდარს „გმირული საქციელი“ უწოდა, თუმცა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

ტერაქტიდან ცოტა ხანში ადგილზე მივიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელმაც მომხდარს „სასტიკი კრიმინალური და ტერორისტული აქტი“ უწოდა.

მოგვიანებით კი ისრაელის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, აეკრძალოთ ისრაელის ტერიტორიაზე გადასვლა ჰამასის მიერ კონტროლირებად ღაზას სექტორში მცხოვრებ პალესტინელებს, ისინი ვეღარ მოინახულებენ ისრაელში ნათესავებს, ამასთან, რამადანის პერიოდში ვერ შეძლებენ იერუსალიმის მოლოცვას, აეკრძალებათ გაფრენა თელ-ავივის აეროპორტიდან სხვა ქვეყნებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები