ცნობილი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის შვილიშვილი, ოტია იოსელიანი-უმცროსი წყალტუბოში ოჯახის კერას დაუბრუნდა და ჯანსაღ პროდუქტს აწარმოებს. მისი ღვინო და თაფლი ტურისტებს შორისაც დიდი მოწონებით სარგებლობს.

„რუსთავი 2“- ის დილამ ამ თემას სიუჟეტი მიუძღვნა.

როგორც მწერლის შვილიშვილი აღნიშნავს, რომ ბაბუას არ უყვარდა, როცა ვინმე ეხმარებოდა – „მისი გარდაცვალების შემდეგ მოგვიწია, რომ ჩვენ გავაკეთოთ ყველაფერი, მისმა შთამომავლებმა. თავიდან ძალიან რთული იყო აქაურ სიჩუმესთან შეგუება. ეს სახლი ისეთ ტერიტორიაზეა, რომ მეზობელიც არ გვყავს, გარშემო სულ ტყეა, ახლა ისე შევეჩვიე, რომ პირიქით, თბილისში მიჭირს. ჩავთვალე, რომ ჩემით უნდა დამეწყო თბილისის განტვირთვა, ეს ქალაქი მართლა ცოდოა ამდენი ხალხისთვის…“

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05