LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოსკარის“ ნომინანტი ქართველი რეჟისორის ფილმი მალე ქართულ კინოთეატრებში გამოდის

197

„ოსკარის“ ნომინანტი ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე ბოლო პერიოდის განმავლობაში ახალ ფილმზე მუშაობდა. „მანდარინების“ ავტორის ახალი ფილმი „აღსარება“ მალე ქართულ კინოთეატრებში გამოჩნდება. ამას იუწყება პოსტერი, რომელიც კინო „რუსთაველის“ გვერდზე გაზიარდა.

შეგახსენებთ, რომ ფილმში მთავარ როლს დიმიტრი ტატიშვილი განასახიერებს. მისი გმირი მღვდელია, რომელიც ერთ-ერთ სოფელიში ჩადის. მას აფრთხილებენ, რომ იქ არცთუ კარგი ხალხი ცხოვრობს…

დიმიტრი ტატიშვილთან ერთად, ფილმში მონაწილეობენ სოფია სებისკვერაძე და სოსო ხვედელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები