LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორთვიანი კარანტინის შემდეგ პირველად: 18 მაისიდან იტალიაში მუზეუმები იხსნება

152
2096358856

ორთვიანი კარანტინის შემდეგ პირველად, იტალიაში 18 მაისიდან მუზეუმების გახსნა იგეგმება. ამის შესახებ CNN იუწყება.

18 მაისიდან მუშაობის განახლებას შეძლებენ ასევე საცალო მოვაჭრეები, რესტორნები და ბიბლიოთეკებიც.

რეგიონალურ ხელისუფლებებს უკვე მიენიჭათ უფლებამოსილება, მოხსნან ბიზნესზე არსებული შეზღუდვები, რომელიც, თავდაპირველად, პირველ ივნისს უნდა მოხსნილიყო.

დაწესებულებებმა გახსნის წინ უნდა მიიღონ უსაფრთხოების ზომები, რესტორნებში კი მაგიდებს შორის დაშორება უნდა იყოს ორი მეტრი. აუცილებელი ნორმაა შენობის ყოველდღიური დეზინფექცია.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ინფექციის რაოდენობის ზრდის შემთხვევაში შესაძლოა შეზღუდვები კვლავაც დააწესონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები