“61 ათასზე მეტი ქალი მშობიარობის მომენტამდე აქტიური მწეველი იყო ” – ამ დასკვნას ინგლისის ეროვნული ჯანმრთელობის სამსახური ავრცელებს.

სპეციალისტები წერენ, რომ ქალები, რომლებიც ორსულობის დროს ეწევიან, საფრთხეში აგდებენ საკუთარ თავსაც და ბავშვსაც.

“მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბავშვის გაცილებით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ოდესმე, მოწევა ორსულობის დროს ორივეს, დედასაც და შვილსაც პოტენციური სიკვდილის რისკის ქვეშ აყენებს”, – ამის შესახებ პროფესორი ნაკლი-ბენტი ამბობს. არც ერთ ქალს არ უნდა ჰქონდეს გამოცდილი რა საშინელებაა მკვდრადშობადობა, ამიტომ დაანებეთ თავი მოწევას, რომ თქვენი და ბავშვის ჯანმრთელობაც დაცული იყოს”.  

მოწევისთვის თავის დანაბების კამპანიაში ჩართულები თვლიან, რომ ამ საკითხში მთავრობა აქტიურად უნდა მონაწილეობდეს.

დღეს მოწევა იმ ადამიანებს შორისაა ყველაზე მეტად გავრცელებული, ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს და გარკვეული მენტალური პრობლემების წინაშეა. ყოველი მცდელობა მათ დასახმარებლად და მხარდაჭერა ის მთავარი საკითხია, რაზეც ჩვენ ყველა ფოკუსირებული უნდა ვიყოთ” – წერს “გარდიანი”.

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები