როგორ მოქმდებს ახალი კორონავირუსი ორსულებსა და ახალშობილებზე, რამდენად დიდია ვერტიკალური გადაცემის შანსები – ამ თემაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში სამშობიარო სახლის ,,იმედის კლინიკა”  პათოლოგიური ორსულობის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მეან-გინეკოლოგმა ლიკა ლუაშვილმა ისაუბრა.

„დღეის მონაცემებით, პირდაპირი გადაცემის გზები დედიდან ნაყოფზე არ არსებობს. ორსულებთან განსაკუთრებული მიმღებლობა და მგრძნობელობა COVID19-თან მიმართებაში, ჯერ არ გამოვლენილა. მინდა, დავამშვიდო ჩვენი ორსულები, რომ ეს არის ტიპიური ვირუსული ინფექცია, ოდნავ განსხვავებული მიმდინარეობით, მაგრამ მას განსაკუთრებული მიმღებლობითი მზაობა არ გააჩნია. ბევრად მეტი მიმღებლობა და მზაობა ორსულებს აქვთ გრიპის ვირუსების, A და B ტიპის ვირუსების, პარაგრიპების მიმართ. ამიტომ მნიშველოვანია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ეგრეთწოდებული გაციების სიმპტომების გამოვლენისთანავე მივმართოთ ექიმს. ყველა ეს გაციება ვირუსით არის გამოწვეული და მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორიცა ხველა, ლორწოვანის ზედმეტად გამოყოფა და ა.შ. როგორც წესი, ორსულებს მარტივად გადააქვთ. COVID19-თან მიმართებაში,  საბედნიეროდ ჩვენ არ გვაქვს მუცლადყოფნისას ინფიცირების შემთხვევები, მაგრამ ცხადია, ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დედა ინფიცირებულია და ახალშობილს არ გადაეცემა.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, კიდევ ერთხელ გეტყვით, აბსოლუტურად იგივე რეკომენდაციებია, რაც აქვს დაავადებათა კონტროლის ცენტრს. ის, რომ პირადი ჰიგიენის წესები და სოციალური დისტანცია იყოს დაცული. ახლა სახლში ყოფნა განპირობებულია იმით, რომ გვაქვს ინკუბაციის პერიოდი ადამიანებთან, რომლებიც შემხებლობაში იყვნენ საეჭვო სიმპტომების მქონე პირებთან. ამიტომ ვირუსის მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შანსები იზრდება, ამიტომ ხელების საპნით დაბანა არის აუცილებელი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საპნით დაბანა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სპირტის შემცველი სხნარების გამოყენება. ვირუსების ხასიათი ისეთია, რომ მათი გარსის დარღვევა ხდება საპონში შემავალი ამინომჟავების კომპლექსების დაშლით. მეტიც, 96 პროცენტიანი სპირტი, რაც დღეს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შეიძინა, პირიქით, უფრო აშრობს ხელს და ვირუსებისა და ბაქტერიებისთვის უფრო ხელსაყრელი გარემო დგება. თუ ჩვენ სპირტის შემცველ ხსნარებზე ვსაუბრობთ, ის არ უდნა აღემატებოდეს 70 პროცენტს. შესაბამისად, ამინომჟავების კომპლექსების შემცველი საპონი ბევრად უფრო ეფექტურია და 100 პროცენტიანი ეფექტურობით ხასიათდება, ცხადია, თუ სწორად ხდება მისი გამოყენება.

მინდა მოგიწოდოთ, ვირუსის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე, მიმართოთ ექიმს. ჩვენი კლინიკა განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს და ორსულებს 24 საათიანი კონტაქტი აქვთ ექიმებთან. მინდა კიდევ ერთხელ დავამშვიდო ორსულები, არ იდარდონ არაფერზე. არ ინერვულონ საკუთარ შვილებზე, რადგან ასეთი ვერტიკაულური გადაცემის ფაქტები არ დაფიქსირებულა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ, იქონიეთ კონტაქტი ექიმებთან, ერთად ჩვენ ყველაფერს დავამარცხებთ.

კატეგორიები: ჯანმრთელობა

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05