LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორმაგი მოქალაქეობა კარანტინისგან დაგიცავთ

582
cms-image-000012093

გამონაკლისი 5 ქვეყანა, ოდნავ შეღებული საზღვრის კარი და ცხოვრება ახალ რეალობაში – საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ბევრ კითხვებს აჩენს.

5 ქვეყანასთან საზღვრის უპირობოდ გახნის შემდეგ, გავიგეთ, რომ აქედან ქართველები სარგებელს ვერ ნახავენ – თუ სამოგზაუროდ წავალთ, უკან დაბრუნებისას 14-დღიანი კარანტინი მოგვიწევს, ასე რომ, დიდი ალბათობით მოგზაურობის გეგმები ბევრს გადაედო.

საქართველოს მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის 14-დღიანი კარანტინი სავალდებულოა.

თუმცა, როგორც ყველგან, აქაც არის გამონაკლისები. კარანტინი არ ეხება ბიზნეს და სამუშაო მიზნებით გამგზავრებულ საქართველოს მოქალაქეებს.

მოგზაურობა, ტესტირება, კარანტინი - პასუხი ყველა კითხვაზე

ვის უწევს კარანტინი და რა შემთხვევაში არ ანაზღაურებს სახელმწიფო მის თანხებს?

ბევრს აინტერესებს, რა ხდება მაშინ, როცა ქართველს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, იმ რომელიმე 5 ქვეყნიდან, რომელსაც საზღვარი უპირობოდ გავუხსენით.

არ შეიძლება ქვეყანა ციხედ აქციო: რაში სჭირდება მთავრობას “დააფეთე და იბატონეს” პრინციპი

აღნიშნული საკითხი დადგენილების ერთი პუნქტით განისაზღვრება – ეს გამონაკლისი შემთხვევაა და როგორც ჩანს, ორმაგი მოქალაქეობა მათ ვირუსის გავრცელების საფრთხისგან იცავს, რადგან ამ პირებს კარანტინი არ ეხებათ.

“ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე ან ბინადრობის უფლების მქონე პირებზე, რომლებთანაც საქართველოს გახსნილი აქვს საზღვრები ტესტირების და/ან კარანტინის გარეშე” – ვკითხულობთ მთავრობის დადგენილებაში.

აღსანიშნავია, რომ ეს გამონაკლისი არ ეხება იმ პირებს, რომლებსაც ამ ქვეყნების დროებითი ბინადრობის ნებართვა აქვთ.

“მე როგორც ექიმი გირჩევთ, არ გაემგზავროთ საზღვარგარეთ”: ღირს თუ არა ღია ცით სარგებლობა?

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები