LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორმაგ რაოდენობას იმიტომ იძახებენ, რომ ის 150 000 უკვე გონებაში ჩამოწერეს. რა კარგია იყო რუსი პუტინის მმართველობის ქვეშ“ – არესტოვიჩი რუსეთში 300 000 რეზერვისტის მობილიზებას ეხმაურება

61
არესტოვიჩი რუს რეზერვისტებზე

„ეს ორ რამეზე მეტყველებს: რუსეთის ჯარის დანაკარგები არამხოლოდ უზარმაზარია, დაჭრილთა და გარდაცვლილთა რიცხვი ნამდვილად აჭარბებს 100 ათასს, უფრო მეტიც, 150 ათასთანაა ახლოს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

აღნიშნულით იგი რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ორ რამეზე მეტყველებს:

„ნაწილობრივი იმიტომ, რომ მათ ესმით, არ აქვთ პოტენციალი შექმნან ახალი გაერთიანებები. რეზერვისტები უკვე არსებული [ძალების] შესავსებად წავლენ. 300 ათასი. ეს ორ რამეზე მეტყველებს: რუსეთის ჯარის დანაკარგები არამხოლოდ უზარმაზარია, დაჭრილთა და გარდაცვლილთა რიცხვი ნამდვილად აჭარბებს 100 ათასს, უფრო მეტიც, 150 ათასთანაა ახლოს. ორმაგ რაოდენობას იმიტომ იძახებენ, რომ ის 150 000 უკვე გონებაში ჩამოწერეს. რა კარგია იყო რუსი პუტინის მმართველობის ქვეშ.“– წერს არესტოვიჩი twitter-ზე.

პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

პუტინი: ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით დაშანტაჟებას ცდილობს, უნდა იცოდნენ, რომ მოვლენები, შესაძლოა, მათ საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს