LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორჯერ დაკეტილი ზუგდიდის ბაზარი ისევ გაიხსნა

336
zugdidis-bazari-1

დღეიდან ზუგდიდის აგრარული ბაზარი ნაწილობრივ ფუნქციონირებას შეძლებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტაციის ინფორმაციით, სავაჭრო ობიექტზე დაცული იქნება ყველა შესაბამისი წესი, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტომ და ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინეს. ადგილზე კონტროლს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები განახორციელებენ.

„ბაზარში შესასვლელად მოქალაქეებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პირბადე. ზუგდიდის აგრარული ბაზარი, დროებით 16 აპრილს დაიხურა, მიზეზი წინასადღესასწაულო პერიოდში მოქალაქეთა რიგების მოუწესრიგებლობა გახდა,“ – აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეიდან ასევე ფუნქციონირება დაიწყეს ფოთის ბაზარში მდებარე სასურსათო მაღაზიებმა.

“ფოთში ფუნქციონირება დაიწყო ბაზარში განთავსებულმა სასურსათო მაღაზიებმა, რომლებიც შესაბამის ნორმებს აკმაყოფილებენ. ხვალიდან დაიწყებს ფუნქციონირებას ზუგდიდის აგრარულ ბაზარში არსებული სასურსათო მაღაზიები, ასევე სექცია, რომელიც რძის პროდუქტებს და ხორცს ყიდის,“- აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია.

 

 

პოპულალურები