LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორივე მხარემ მარტივად შეგვიძლია ვთქვათ: “რაც იყო, იყო”- ირაკლი ოქრუაშვილი

129
ი

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ  „ქართული ოცნება“, რაც მალე გამოუშვებს გიორგი რურუას, მით მალე დამთავრდება ჩიხი.

ოქრუაშვილის განცხადებით, რაც დიდხანს გააგრძელებს „ოცნება“ რურუას დემონიზაციას, მით უფრო ვეღარ აუხსნის ამომრჩეველს, როდესაც მას მაინც გამოუშვებს ციხიდან.

„რაც მეტი არგუმენტი მოგყავთ ჩვენი გამოშვების გასამართლებლად, მით მეტად აღიზიანებთ თქვენს მხარდამჭერებს. არადა ორივე მხარემ მარტივად შეგვიძლია ვთქვათ: “რაც იყო, იყო”. ამას უფრო გაგვიგებს ამომრჩეველი.

ჩემი არყოფნის პერიოდში იმდენად პოლარიზებული გამხდარა საზოგადოება და იმდენად მოუმატია ისეთ ადამიანების რიცხვს, რომლებიც მზად არიან დანები იშიშვლონ და ერთმანეთი დაჩეხონ, რომ თუ ვინმე გონიერი დარჩა თქვენთან, ადვილად უნდა ხვდებოდეს საით მივდივართ. გაითვალისწინეთ, რაც დრო გადის ამას მით მეტად ემატება მშიერი ადამიანების აგრესია.

გამოუშვით რურუა, მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და მორჩება ეს ისტერია. მერე თუ გინდათ პოლიტკრიმინალები გვეძახეთ, გინდა აგენტები, გინდა ყაჩაღები“, – წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა 15 მაისს პრეზიდენტმა შეიწყალა. ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე ხუთწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები