LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ორივე მხარე აწარმოებს საშინელ პოლიტიკურ თამაშს მათი მოქალაქეების ხარჯზე” – ვიოლა ფონ კრამონი

434
Constituent meeting of the Delegation to the EU-Ukraine Parliamentary Association Agreement

ევროპარლმანტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც კრამონი წერს, ორივე მხარე აწარმოებს საშინელ პოლიტიკურ თამაშს მათი მოქალაქეების ხარჯზე.

კრამონი „ტვიტერზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემა Euractiv-ისთვის მიცემულ ინტერვიუს, რომლის სათაურია: „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გვჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის 2020 წლის შემდგომი პერიოდის პერსპექტივა“, აზიარებს შემდეგი კომენტარით:

„საქართველოში ბოლოს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ეს ინტერვიუ განსაკუთრებით აბსურდული ჩანს. „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან 19 აპრილის შეთანხმებაზე მისი ხელმოწერა ღიად გამოაცხადა ანულირებულად“, – წერს ევროპარლამენტარი.

კიდევ ერთ პოსტში კი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ ძალებს აკრიტიკებს.

„გულწრფელად რომ ვთქვათ: უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არც კი სცადა ევროკავშირთან ამ საერთო შეთანხმებაზე ხელი მოეწერა. ასე რომ, ორივე მხარე საშინელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს მათი მოქალაქეების ხარჯზე. ეს ყველაფერი ნამდვილად არ წაადგებათ სასიკეთოდ“, – აღნიშნავს ვიოლა ფონ კრამონი.

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილება როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს და არა მთელი ქვეყნის – ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს – ჯიმ რიში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები