LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორივე დასკვნა ადასტურებს რომ გიორგის იარაღი ჩაუდეს – გიორგი რურუას ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნებს ასაჯაროვებს

533
780-zxnmcm

გიორგი რურუას ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც დიმიტრი საძაგლიშვილი წერს, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად რურუას შარვალზე მეტალიზაციის კვალი არ აღინიშნება, შესაბამისად არ დასტურდება, რომ მას იარაღი ჰქონდა. 

“ჩაგვბარდა ორი ექსპერტიზის დასკვნა.

აქედან პირველი დასკვნის თანახმად გიორგი რურუას შარვალზე და მაისურზე მეტალიზაციის კვალი არ ამოვიდა, ანუ გიორგის შარვალს მეტალის ნივთთან შეხება არ ქონდა, მაშინ როდესაც გამოძიების ვერსიით გიორგის შარვლის საქამრეში “ედო” იარაღი.

და მეორე დასკვნის თანახმად, იარაღზე რომლის “ტარებასაც” გიორგის ედავებიან, არ ამოვიდა ანაბეჭდები.

ორივე დასკვნა ცალსახად ადასტურებს რომ გიორგის იარაღი ჩაუდეს, რადგან შეუძლებელია ატარებდე იარაღს და მასზე არ დატოვო ანაბეჭდები და შეუძლებელია საქამრეში გედოს იარაღი და შარვალზე და მაისურზე მეტალის კვალი არ ამოვიდეს.

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პოლიტიკური პატიმარი გავხდებოდი" - გიორგი რურუა

გიორგი რურუა გლდანის ციხიდან "ფეისბუქ" გვერდზე სტატუს აქვეყნებს.

რაც შეეხება დნმ-ს. გიორგის დაკავებისთანავე მისგან იძულებით აიღეს დნმ-ი, ოღონდ ისე რომ არანაირი დოკუმენტი არ შეადგინეს, ანუ ვითომ არ აუღიათ. ეს დამნაშავე პოლიციელებმა გააკეთეს იმიტომ, რომ “ამოღებულ” იარაღზე წაესვათ გიორგის დნმი და ამით დაემტკიცებინათ “დანაშაული”. ჩვენ პირველივე დღიდან ვითხოვთ ამ ამბის გარკვევას, მათ შორის პოლიციის შენობაში მდებარე კამერების ჩანაწერებს, თუმცა დღემდე არანაირი რეაგირება ამას არ მოყოლია. რის გამოც, როდესაც პოლიციელებმა უკვე განჩინებით მოითხოვეს დნმის ნიმუში, ამაზე ვუთხარით უარი, რადგან მისი შედარება უნდა გაეკეთებინათ უკანონოდ პირველივე დღეს აღებულ და ჩადებულ იარაღზე დატანილ დნმ-თან. ანუ, მტკიცებულებების გაყალბებას ახდენდნენ და ბუნებრივია ჩვენ ამ პროცესში არ მივიღეთ მონაწილეობა.

ამის შემდეგ, რადგან მთელი საქმე თავზე ჩამოენგრათ, დამნაშავე პოლიციელებმა და მათმა ზემდგომებმა გადაწყვიტეს უბინძურესი მეთოდი გამოეყენებინათ და იარაღზე უკანონოს წასმული დნმის ნიმუში უნდა შეადარონ ერთი წლის წინ გარდაცვლილი ნიკა რურუას დნმ-ს (ნიკას დაღუპვისას, გარდაცვალების მიზეზი რომ დადგენილიყო, აიღეს მისი სისხლის ნიმუში და სწორედ ამ ნიმუშს იყენებენ ეხლა). ანუ, გარდაცვლილი ნიკას სისიხლის გამოყენებით ცდილობენ გიორგისთვის იარაღის ჩადების გაპრავებას. ამაზე ბინძური და ამორალური საქციელი ალბათ არ არსებობს.

გიორგი რურუას პატიმრობა შეეფარდა

რაც არ უნდა მოხდეს, უკვე არსებულ, ჩვენ სასარგებლო ექსპერტიზის ორი დასკვნას ვერსად გაექცევიან და ვერ დაამტკიცებენ (დამტკიცებაში მონა მოსამართლეების გადაწყვეტილებებს არ ვგულისხმობ) იმას რაც არ მომხდარა – გიორგის მიერ იარაღის ტარებას. შესაბამისად, გიორგი რურუა უდავოდ პოლიტპატიმარია! ის ისჯება მთავარი არხის მეწილეობისთვის და ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობისთვის,”-წერს დიმიტრი საძაგლიშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები