LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორიგინალური სკოლა ზუგდიდში, რომელიც წიგნის თაროს ჰგავს და არქიტექტურული შედევრია (ფოტოები)

6385
81008261-873044633124114-4385079480851365888-n

წიგნის კედლები და ასევე წიგნებისგან გაკეთებული გადახურვა – ეს ორიგინალური სკოლის შენობაა ზუგდიდში, რომელსაც „ჯიჯი გიმნაზიას“ უწოდებენ. ამ არქიტექტურული შედევრის ფოტო ქართული ტურიზმის მხარდასაჭერად შექმნულ ჯგუფში Spend 4 Seasons in Georgia გამოჩნდა, სადაც როგორც ადგილობრივი მოგზაურების, ისე უცხოელების ყურადღება მიიპყრო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმის შენობის რამდენიმე პრეცედენტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც არსებობს.

სახლი ბათინკში, მონეტაში, წიგნში -10 ყველაზე დაუჯერებელი შენობა მსოფლიოში (ფოტოები)

გიჟური ნაგებობები, რომლებსაც უყურებ და ვერ იჯერებ, რომ შიგნით შესაძლებელია ადამიანი ცხოვრობდეს

რაც შეეხება გიმნაზიის ისტორიას, ჯიჯი-გიმნაზია 2011 წლის 20 სექტემბერს ჯიმშერ ღურწკაიას მიერ, მთავრობასთან საინვესტიციო ხელშეკრულების შესრულების შედეგად, ყოფილი მეშვიდე საშუალო სკოლის, ტიპური შენობის ბაზაზე დაფუძნდა. ჯიჯიმ, ფუნქციონირება, 2013-2014 სასწავლო წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდა, რეანიმირებული და გაფართოებული ობიექტი ექსპლუატაციაში ჩაბარდა და ავტორიზაცია მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ჯიჯი-გიმნაზია არ ჩამოუვარდება განათლების აღიარებულ ბრენდებს, ხოლო საბუნებისმეტყველო-საინჟინრო მიმართულებით არის და იქნება ნომერ პირველი სასწავლო დაწესებულება. აქ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ და გამოიყენონ ცოდნა, განივითარონ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები წამყვანი ევროპული ფირმების მიერ წარმოებული დანადგარებითა და ინვენტარით აღჭურვილ ლაბორატორიებსა და კლასკაბინეტებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები