LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ორი შვილის გაზრდა არ ნიშნავს, რომ მშობელმა აღზრდის ეფექტური მიდგომები იცის” – ნანა ფაცაცია

1305
85060220-2587781591545082-3964679470509457408-n

აღზრდა არის პროცესი, როცა მშობელი შვილთან  ერთად გადის მეტად მნიშვნელოვან, რთულ და საპასუხისმგებლო პერიოდს და ეს მთელი ცხოვრება გრძელდება. მშობლობა ეს არის ბედნიერებისა და დიდი სიყვარულის განცდა, რომელსაც თან ახლავს პასუხისმგებლობა. “ფორტუნა” მშობლობის მნიშვნელობაზე ფსიქოლოგ ნანა ფაცაციას ესაუბრა.

ბავშვები, როგორც უფროსები, ერთმანეთისგან განსხვავდებიან ინდივიდუალიზმით, შესაბამისად, მათი აღზრდაც მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას. არსებობს აღზრდის ეფექტური მეთოდები, რომლის გამოყენებაც პროცესში მიიჩნევა დადებითად. პირველ რიგში, ეს არის უპირობო სიყვარული, გარკვეული სახის აკრძალვები, დაცულობისა და მხარდაჭერის განცდა და ა. შ.

ხშირად გვსმენია: „მე ორი  ან სამი შვილი გავზარდე და ვინ უნდა მასწავლოს მშობლობა“. მსგავსი მიდგომა არასწორია, ვინაიდან ყოველი შემდგომი შვილის ყოლა, ეს არის ახალი გამოცდილება და ახალი ურთიერთობის ჩამოყალიბება.

მიუხედავად მშობლობის გამოცდილების ქონისა, შესაძლებელია მშობელი არ ფლობდეს აღზრდის  ეფექტურ მიდგომებს და საჭიროებდეს ამ კუთხით დახმარებას, ხოლო ადამიანს რომელსაც არა აქვს მშობლობის  გამოცდილება, ჰქონდეს მეტი უნარი და ცოდნა პოზიტიური აღზრდის, ემპათიის, მიმღებლობის და მხარდაჭერის შესახებ.

აღზრდის პროცესში მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მიდგომა ბავშვის საჭიროების გათვალისწინებით. შესაძლოა მეთოდი, რომელსაც იყენებს მშობელი ერთ შვილთან მიმართებაში, იყოს წარმატებული, მეორესთან იგივე მეთოდის გამოყენებამ შედეგი არ გამოიღოს, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მშობლის მხრიდან ინდივიდუალური მიდგომა.

მიუხედავად ცოდნისა და გამოცდილების, მეტად რთულია ოქროს შუალედის პოვნა შვილებთან ურთიერთობაში, ზღვარის გავლება აკრძალვასა და მხარდაჭერაში. მშობლობა ეს არის სიყვარულის, უსაფრთხოების, ბავშვის სსწორად განვითარების ხელშეწყობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები