LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი რეისი, ორი აეროპორტი – როგორია დღევანდელ რეალობაში ფრენა

191
104685407-1112963679087617-7190624040385879726-n

ავიაკომპანია Spirit Airlines–ის დირექტორმა ბენ ბალდანზმა გადაწყვიტა, რომ კორონავირუსის პანდემიის სეზონზე ეფრინა და თავისი გამოცდილება საზოგადოებისთვის გაეზიარებინა.

ბენი ბოსტონიდან ვაშინგტონისკენ გაემგზავრა, შემდეგ კი უკან დაბრუნდა. გზაში ის ყველა საინტერესო ფაქტს ინიშნავდა და ბევრი უცნაურობა აღმოაჩინა.

აეროპორტში გადაადგილება გამარტივდა

პირველი სიურპრიზი ის იყო, რომ აეროპორტის პარკინგი გაიაფდა. თუკი ადრე 25 დოლარს მაინც ვიხდიდი, ახლა მხოლოდ 17 გადავიხადე. აეროპორტში არც თუ ისე ბევრი ხალხი იყო და სოციალურ დისტანციას ყველა იცავდა.

აეროპორტში ჭამის იმედი არ გქონდეთ

რესტორნები თუ სხვა საკვები ობიექტები დაკეტილი იყო. სწრაფი კვების ერთი ობიექტი მუშაობდა და მაგიდებიც დისტანციურად იყო განთავსებული, თუმცა ტერიტორიაზე საკმაოდ ბევრი ხალხი იყო, ამიტომ იქ გაჩერებას არავის ვურჩევდი. საკვები ობიექტების დახურვა ყველაზე დიდი დისკომფორტი აეროპორტის თანამშრომლებისთვისაა, რადგან საჭმლის ტარება შორი გზიდან უწევთ.

ყველას დახმარება უნდა

აეროპორტში შესვლისთანავე პატარა სანიტაიზერი მაჩუქეს, რაც ძალიან სასიამოვნო ჟესტი იყო. აეროპორტის თანამშრომლები პირბადეებითა და ხელთათმანებით იყვნენ შეიარაღებული და ყველას ძალიან მეგობრულად ხვდებოდნენ.

თვითმფრინავში ასვლისასაც მსგავსი სიტუაცია დამხვდა. ბორტის წევრები უსაფრთხოების წესებს ზუსტად იცავდნენ. მგზავრების თერმოსკრინინგი აქაც გაგრძელდა და პროტესტი არავის გამოუთქვამს.

ხალხმა წესები ისწავლა

საზოგადოებამ ნელ–ნელა ყველა წესი აითვისა და პროტესტის გრძნობაც არავის უჩნდება. ყველა იცავდა სოციალურ დისტანციას, ატარებდა ნიღბებს და ცდილობდა პრობლემა არავისთვის შეექმნა. ლაინერში 40–დან 50–მდე ადამიანი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა არც რიგი და არც სხვა დისკომფორტი არ მიგრძვნია, უფრო მეტიც ფრენის დროსაც საკმარისი დისტანცია იყო დაცული.

ჰიგიენური სტანდარტები ნათელია

აეროპორტშიც და თვითმფრინავშიც სისუფთავე მაღალ დონეზე იყო დაცული. საჭირო ოთახებთან დამლაგებელი მორიგეობდა და დეზინფექციას ყოველ 20 წუთში ერთხელ ატარებდა. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი თავისი სითხეებით იყო შეიარაღებული და ყველაფერს საგულდაგულოდ ასუფთავებდა.

ბორტზე სერვისი შეიცვალა

ბორტგამცილებლები საკვებს და სასმელს აღარ ატარებენ. მათ მოაქვთ ერთი შეკვრა, სადაც საჭმელი და წყლის ბოთლი შედის და ამის შემდეგ მათთან კონტაქტი მინიმალურია.

რაც უფრო ცოტა რეისი სრულდება – პუნქტუალურობა გაიზარდა

აეროპორტის მონიტორებს დავაკვირდი და მივხვდი, რომ თითქმის ყველა რეისი დროულად შესრულდა. როგორც ჩანს, ფრენების სიმცირემ ბევრი რამ გაამარტივა და დაგვიანების შემთხვევები მინიმუმადე შეამცირა.

იფრინე კომფორტულად და მშვიდად

აეროპორტებიც და ავიაკომპანიებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ფრენა მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს. რა თქმა უნდა, არავის ვურჩევდი რომ ამ პერიოდში ეფრინა, თუმცა თუკი სხვა გზა არ გაქვთ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. წესებს ყველა მკაცრად იცავს და ამის ნახვა ძალიან სასიამოვნოა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები