LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი ლიზა, ორივე ქერა და არც ერთი ქართველი – რით ჰგავს ერთმანეთს სააკაშვილის ორი საყვარელი ქალი

15399
787878

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ახალი ოჯახი აქვს, საზოგადოების ინტერესი სულ უფრო მატულობს ლიზა იასკოს მიმართ.

მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ მის ფეისბუქგვერდზე ატვირთული ვიდეო, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ლიზა იასკო ერთად არიან, ბევრისთვის მოულოდნელობა იყო.

შეყვარებული წყვილის „აღიარება“ მოულოდნელი იყო სააკაშვილის ყოფილი მეუღლისთვის, სანდრა რულოვსისთვისაც, მით უფრო იმიტომ რომ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მიხეილ სააკაშვილი და სანდრა რულოვსი, შვილთან,  ნიკუშასთან ერთად საბერძნეთში ისვენებდნენ.

ფოტო: მიხეილ სააკაშვილი ოჯახთან ერთად საბერძნეთში ისვენებს

სააკაშვილისა და ლიზას სიყვარულის ამბით დაინტერესდა უკრაინული მედიაც. ლიზა იასკომ სანდრას რულოვსზე დასმულ კითხვებს უპასუხა.

იცი, რომ სააკაშვილი განქორწინებულია? – ლიზა იასკო სანდრა რულოვსზე დასმულ კითხვებს პასუხობს

რა თქმა უნდა, ბევრი დაინტერესდა ამ ორი ქალბატონით, ვინც სააკაშვილმა ცოლად მოიყვანა.

ბევრმა აღნიშნა, რომ გარეგნულად ისინი ჰგვანან ერთმანეთს.

ორივე ქერაა.

ორივეს ლიზა ჰქვია.

 

სანდრა ელისაბედ  რულოვსი 1968 წლის 23 დეკემბერს დაიბადა.

ლიზა იასკო 1990 წლის 17 ოქტომბერს.

ორივე მათგანმა განათლება უცხოეთში მიიღო.

სანდრა რულოვსი სწავლობდა ბრიუსელის უცხო ენათა ინსტიტუტში და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში.

 

 

ლიზა იასკო სწავლობდა ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტში.

ლიზა – „ხალხის მსახურის“ წევრია. ის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი იყო, თუმცა მიმდინარე წელს, ამ თანამდებობიდან ჩამოაშორეს.

 

 

უკრაინული მედია წერდა, რომ ლიზა დეპრესიაში იყო. ამ პერიოდში მედია წერდა, რომ ის სააკაშვილს დაშორდა.

რატომ დაშორდნენ მიხეილ სააკაშვილი და ლიზა იასკო რამდენიმე თვის წინ – რას წერს წყვილზე რუსული მედია

სანდრა რულოვსმა 2019 წელს სცადა ზუგდიდის მერობა, თუმცა „ქართულ ოცნების“ კანდიდატს ვერ მოუგო.

ორივე ქველმოქმედებით აქტიურადაა დაკავებული.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სანდრა რულოვსმა დააფუძნა საქველმოქმედო ორგანიზაცია „სოკო“.

ლიზა იასკოს დაფუძნებული ორგანიზაცია კი ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლის მსურველთთვის აგროვებს თანხას.

რულოვსი კლასიკური მუსიკის მოყვარულია.

ლიზა მღერის.

სანდრა რუსლოვსთან მიხეილ სააკაშვილს ორი შვილი ჰყავს.

ლიზა იასკოსთან მიხეილ სააკაშვილს  ჯერჯერობით შვილი არ ჰყავს.

ვინ არის 30 წლის ლიზა იასკო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ახალი „მეუღლეა“

პოპულალურები