LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსეთის დაბრუნება საპარლამენტო ასამბლეის სირცხვილია”-პროტესტი ევროსაბჭოში

120
71204767-388570528506438-1032821037756055552-n

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის დაბრუნების გამო, სასესიო დარბაზში საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც კი რუსეთის დუმის დეპუტატმა პეტრ ტოლსტოიმ სიტყვით გამოსვლა დაიწყო, აქტივისტებმა საქართველოს, უკრაინისა და ყირიმელი თათრების დროშები გამოფინეს. გამოხატვის ამ ფორმით აქტივისტებმა ევროპარლამენტში რუსული დელეგაციის დაბრუნება გააპროტესტეს.

აქტივისტები რუსი დეპუტატის გამოსვლას ხმაურითა და შეძახილებით შეხვდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და ორგანიზაციაში რუსეთის დაბრუნება საპარლამენტო ასამბლეის სირცხვილია.

რუსეთის დელეგაციის წევრი ალექსანდრე ბაშკინმი აცხადებს, რომ ამ ყველაფრის მიღმა საქართველო და უკრაინა დგანან.

„ეჭვს არ იწვევს, რომ ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინისა და საქართველოს დელეგაციების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი, რომ რუსეთმა იმუშაოს ასამბლეაში“, – განაცხადა ბაშკინმა

დაცვამ აქციის მონაწილეებს ჯერ დარბაზი დაატოვებინა, შემდეგ კი ევროპის საბჭოს შენობა. აქციაში მონაწილეობდნენ უკრაინელები, პოლონელები და ყირიმელი თათრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები