LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქსალისი – მცენარე, რომელიც მეორე ნახევრის პოვნაში დაგეხმარებათ

2366
20170117230919985628224

თუ ოჯახის შენარჩუნება ან სიყვარულის პოვნა გსურთ სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ მცენარე სახელად ოქსალისი – “ბედნიერების სამყურა”. როგორც ამბობენ, იგი ეხმარება ადამიანს მეორე ნახევრის პოვნაში და ასევე ოჯახური სიმყარის შენარჩუნებაში.

ბევრი მიიჩნევს, რომ ამ მცენარეს ადამიანისთვის ბედნიერების მოტანა შეუძლია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მას წელიწადის ბოლო დღეს აჩუქებენ. ამიტომ, ბევრ ქვეყანაში ოქსალისის ჩუქება საახალწლო ტრადიციად იქცა.

ოქსალისს ერთი უცნაური თვისება  აქვს – როცა დაღამდება ან მოიღრუბლება, ფოთლები ქოლგასავით ეკეცება, ხოლო ამინდის გამოსვლისთანავე იშლება და მზეს გაშლილ ფოთლებს აგებებს. ოქსალისს კარგად განათებული ადგილი მოსწონს, თუმცა ნახევრად ჩრდილსაც მშვენივრად იტანს.

განსაკუთრებულ ზიანს ცივ ოთახში ყოფნა და ორპირი ქარი აყენებს, ამიტომ სასურველია, ოთახში ზამთარ-ზაფხულ ზომიერი სითბო (18-20 გრადუსი) იყოს. ზაფხულობით კარგი იქნება, მცენარე სუფთა ჰაერზე გაიტანოთ, ან თუ ამის საშუალება გაქვთ, შემოდგომამდე ღია გრუნტში გადაიტანოთ. ზომიერად უნდა მორწყოთ. ოქსალისი ნიადაგის მიმართ მომთხოვნი არ არის და თავს ღარიბ ნიადაგშიც კარგად გრძნობს, მაგრამ, თუ ნოყიერ ნიადაგში გამოზრდით, ფოთლები გაცილებით დიდი და ხასხასა ექნება. ამიტომ კარგი იქნება, ოქსალისის ნიადაგი თანაბარი რაოდენობის კორდის მიწისგან, ნეშომპალასგან, ტორფისგან და ქვიშისგან მოამზადოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები