LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქროს პალმის რტოს მფლობელთა ვინაობა ცნობილია

299

კანის რიგით 69-ე კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტოს გამარჯვებულები გამოავლინეს. ღონისძიებას  კინოსა და თეატრის მსახიობი ლორან ლაფიტი უძღვებოდა.

წელს კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იყო 20 ნამუშევარი. წელს ჟიურის რეჟისორი ჯორჯ მილერი ხელმძღვანელობდა. საპატიო ჯიურის შემადგენლობაში კი შედიოდნენ კრისტენ დანტსი, ვანესა პარადი, დონალდ საზერლენდი, მადს მიკელსენი, ვალერია გოლინო და ირანელი პროდიუსერი, კლატაიუნ შახაბი, ასევე ფრანგი რეჟისორი არნო დეპლეშენი და უნგრელი რეჟისორი ლასლო ნემეში. სწორედ ამ ადამიანებმა განსაზღვრეს ოქროს პალმის რტოს გამარჯვებულები. მთავარი პრიზი კი კენ ლოუს ერგო ფილმისთვის „მე დანიელ ბლეიკი ვარ“.

კანის რიგით 69-ე კინოფესტივალის გამარჯვებულთა სია:

ოქროს პალმის რტო: კენ ლოუ –  „მე დანიელ ბლეიკი ვარ“

ჟიურის გრან-პრი: კსავიე დოლანი – „ეს მხოლოდ ქვეყნიერების დასასრულია“

ჟიურის პრიზი: ანდრეა არნრლდი – „ამერიკელი გოგონა“

საუკეთესო მსახიობი ქალი: ჟაკლინ ხოსე

საუკეთესო მსახიობი კაცი: შახაბ ჰოსეინი

საუკეთესო სცენარი – ასგარ ფარხადი

საუკეთესო რეჟისორი – ოლივიე ასაიასი და კრისტიან მუნჯიუ

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი: ჰუანჰო ჰიმენეზი Timecode

საპატიო პალმის რტო: ჟან-პიერ ლეო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები