„ოქროს მედლის მოგება ტრავმასთან ერთად გამიჭირდა, მაგრამ მოგების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ეს ტრავმა თითქმის ვერ ვიგრძენი“, – აღნიშნული განცხადება ტოკიოს ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მოჭიდავე ლაშა ბექაურმა გააკეთა.

როგორც ავლაბრის ცერემონიების სასახლეში გამართული ღონისძიების შემდეგ ბექაურმა განაცხადა, სახელმწიფოს ინიციატივა, რომ ვერცხლის მედალოსნები 500 000, ხოლო ბრინჯაოს მედალოსნები 250 000 ლარით დაჯილდოვდებიან, სპორტსმენებისათვის დიდი მოტივაციაა.

ტოკიოს ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელები 1 მლნ ლარს, ვერცხლის მედლის მფლობელები – 500 000 ლარს, ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი 250 000 ლარს მიიღებენ: ირაკლი ღარიბაშვილი

„ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა, რომ კიდევ ბევრი მედალი მოვუტანოთ ჩვენს სამშობლოს. ოქროს მედლის მოგება ტრავმასთან ერთად გამიჭირდა, რადგან ოლიმპიადა იყო, მაგრამ მოგების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ეს ტრავმა თითქმის ვერ ვიგრძენი“, – აღნიშნა ლაშა ბექაურმა.

მსგავსი თემები