LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპტიმო – მარაგების მართვის თანამედროვე პლატფორმა: ბიზნესის მართვა დისტანციურადაც შესაძლებელია

64
715 x 400

მცირე და საშუალო ბიზნესები საქმიანობის პირველ ეტაპზე სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგებიან, სანამ ოპერირებას დაიწყებენ ბევრი მნიშვნელოვანი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რომლის მოგვარებაც თითქოს პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა დროს, ენერგიასა და ადამიანურ რესურსს ნამდვილად მოითხოვს.

თუ მცირე ან საშუალო ზომის მაღაზიის გახსნას გეგმავთ, უპირველესად უნდა მოხდეს ფართის მოძიება, შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სტაფის დაკომპლექტება, მარაგის შევსება და საზეიმო გახსნა. პირველი სამუშაო დღისა და ეიფორიის შემდეგ, უკვე გიწევთ იმ ფერხულში ჩაბმა, რომელსაც ბიზნესის მართვა ჰქვია.

რა არის ოპტიმო და როგორ ეხმარება საშუალო და მცირე ბიზნესს?

ახლადფეხადგმული ბიზნესის წარმატებისთვის, საჭიროა კარგი მრჩეველი და დამხმარე ამ სფეროში, რომელიც ხშირად თქვენს ნაცვლადაც კი იფიქრებს და დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

ასეთია ბიზნესის მართვის ციფრული ხელსაწყო ოპტიმო, რომელიც ერთ სივრცეში უყრის თავს ყველა ძირითად ინფორმაციას ბიზნესის შესახებ. მარაგების მართვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და შრომატევადი საქმეა, თუმცა, ოპტიმო იდეალური დამხმარეა ამ საკითხში.

რა რაოდენობით შეიძინოთ ესა თუ ის პროდუქტი? რა გაქვთ მარაგში და რისი დამატებაა საჭირო? როგორია შემოსავლებისა და მომგებიანობის მაჩვენებელი თქვენთვის საინტერესო დროის მონაკვეთში? როდის და რა პროდუქტზე გააკეთოთ ფასდაკლება? – ამ კითხვებზე პასუხებს ოპტიმო სრული სიზუსტითა და ანალიტიკით გაგცემთ.

გარდა ამისა, ოპტიმოს აქვს სალაროს გამორჩეული პროგრამა, რაც ეხმარება მოლარეს აწარმოოს გაყიდვები შეფერხების გარეშე. ეს კი მომსახურების ხარისხზე დადებითად აისახება. მომხმარებელს არ უწევს რიგში დგომა მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიმე პროდუქტის შტრიხკოდს ვერ კითხულობს სკანერი. ოპტიმოს სალაროს პროგრამაში ნებისმიერი პროდუქტის მოძებნა შესაძლებელია არა მხოლოდ ერთი მახასიათებლით, არამედ დასახელებით, ან ფოტოთიც კი, რაც გამორიცხავს დაბრკოლებების წარმოშობას გადახდის დროს.

რაც ყველზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ცხელი ზაფხულის პირობებში, არის ის, რომ ოპტიმოს დახმარებით ბიზნესის მართვა დისტანციურადაც შესაძლებელია. თან ისვენებთ და თან მუდმივად ხართ საქმის კურსში, თუ რა პროცესებს გადის მაღაზია, რა რაოდენობის პროდუქციის შესყიდვა მოხდა, რამდენი გაიყიდა, რომელია უფრო მომგებიანი პროდუქტი თქვენთვის, როგორია თქვენი შემოსავლები და.ა.შ.

როგორ დაიწყოთ ოპტიმოს გამოყენება?

თუ გსურთ, ისარგებლოთ მაღაზიის პროგრამით და მართოთ ბიზნესი ოპტიმოს მეშვეობით, შეავსეთ განაცხადი საიტზე optimo.ge,  მოითხოვეთ დემო და ოპტიმოს კონსულტანტი სამი სამუშაო დღის განმავლობაში დაგიკავშირდებათ, ჩანიშნავს შეხვედრას და გაგაცნობთ თქვენთვის სასურველ ინფორმაციას დეტალურად. მართეთ და განავითარეთ ბიზნესი ოპტიმოსთან ერთად.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები